Tuesday, December 25, 2007

პაემანი-10 "არ უნდა"

1.არ უნდა დაურეკოთ ყოველდღე და არ ეხვეწოთ რომ შეგხვდეთ.
2.არ უნდა დაუნიშნოთ პაემანი ადამიანებს,რომლებიც თქვენ გთვლიან იდიოტად.თქვენ მათ მაინც ვერ გადაარწმუნებთ.ქალმა რაღაც თუ ირწმუნა...
3.არ უნდა დააგვიანოთ არასდროს.მაშინაც კი როდესაც თქვენ გაქვთ ძალიან კარგი საბაბი.ქალები არასდროს არ უნდა ალოდინოთ,არასოდეს,არასოდეს!
4.არ უნდა მოიტყუოთ პაემნის დროს,არ უნდა თქვათ ტყუილი საკუთარ თავზე.ჯერ ერთი შეიძლება დაგავიწყდეთ და მეორე შეიძლება თქვენი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდოს და მაშინ ძველი ტყუილები ხელს შეგიშლიან.
5.არ უნდა იყოთ ყოველთვის თავისუფალი,იყავით ცოტა მიუწვდომელი.თუ თქვენ ყველა მის "ბრძანებას" შეასრულებთ,ინტერესს დააკარგვინებთ მას.
6.არ უნდა გაანდოთ ქალს ზედმეტად მეტი თქვენ თავზე საწყის ეტაპებზე.ქალებს უყვართ იდუმალება და ბურუსი.ეს ყველაფერი მათ ინტერესს გააღვივებს.
7.არ უნდა შეამოწმოთ თქვენი მეწყვილე.
8.არ უნდა იყოთ უხეში და არ დათვრეთ პაემანზე.
9.არ უნდა გქონდეთ პირველივე პაემანზე სექსი ან ახლო ინტიმური კავშირი,თუ თქვენ ის მართლა გაინტერესებთ.მოიცადეთ.
10.არ უნდა,არ უნდა,არ უნდა დაუნიშნოთ პაემანი გათხოვილ,ან შეყვარებულიან ქალს!

2 comments:

jazzmena said...

კატეგორიულად არ ვეთანხმები ბოლო მეათე "არ უნდა"-ს. უნდა შეხვდე გათხოვილ ან სეყვარებულ ქალს თუ ეს მასაც უნდა და სურს

Khatia said...

მე მაინტერესებს, რატო ასეთი კატეგორიული არ უნდა. გასაგებია, რომ არ უნდა. მაგრამ რატო ასე კატეგორიულად? რა მოხდება? ამორალურია, არასწორია ...
რჩევები კაცებისთვისაა დაწერილი და დამაინტერესა რა საშიშროება ელით მათ?