Monday, December 24, 2007

საწყისი ნაბიჯები - (მარტინ მერილის მეთოდი)

1.უპირველეს ყოვლისა დარწმუნდით თქვენს სისუფთავეში.არცერთი ქალი არ გაგეკარებათ ახლოსაც კი,თუ თქვენ ყარხართ.
2.საკმაოდ კარგია თუ თქვენ ფავორიტთან გაქვთ სამსახურებრივი,ან სასწავლო ურთიერთობა.ეს მოგცემთ საბაბს რომ გაალღოთ ყინული თქვენს შორის.თუ რაიმეს გაკეთება გიჭირთ (ან შეიძლება არც გიჭირდეთ :)) თხოვეთ მას დახმარება.არ შეგრცხვეთ რომ მის თვალში ცოტა დაბნეულად ან ცოტა უცოდინრად გამოიყურებით.ამ დროს ქალები მხოლოდ კარგს ფიქრობენ ( რა საყვარელიაააა...).
3.თუ თქვენ არ გაქვთ მათთან არც სამსახურებრივი და არც სასწავლო ურთიერთობა,მაშინ ცოტა არ იყოს ძნელდება დაახლოება.ყველაზე იოლი გზა იქნება რომ შეთავაზოთ დახმარება რაიმეში,მხოლოდ მაშინ თუ ეს მას მართლა სჭირდება.არის სხვა გზაც-იჯდეთ იმ მაგიდაზე,სადაც ის თავად ზის.ოღონდ სანამ მიუჯდებით,აუცილებლად კითხეთ ნებართვა.ცოტა მოიცადეთ და შემდეგ ჩაერთეთ საუბარში.ეცადეთ რომ იხუმროთ ეფექტურად.მისი სიცილი ან თუნდაც ღიმილი დიდ სამსახურს გაგიწევთ.მიეცით კითხვები მასზე.
4.რასაც არ უნდა აკეთებდეთ იყავით "საყვარელი" და ნაზი.თქვით რაიმე მის სექსუალურობაზე,მიეცით კომპლიმენტი,თუ რათქმაუნდა დარწმუნებული ხართ რომ ამით მას არ შეურაცხყოფთ.დაელოდეთ მის რეაქციას.თუ მიიღო კომპლიმენტი კარგია,თუ სახე შეეცვალა და გიბღვერთ,მაშინ გაიხუმრეთ.მაგ.არ დამარტყა,ან არ მატკინო და ა.შ.არ გამოიყენოთ ეს მეთოდი ხშირად,წინააღმდეგ შემთხვევაში ის ეფექტურობას დაკარგავს.
5.თუ ახალგაცნობილ გოგოსთან საუბარი გაიჭედა,მოიკრიფეთ სიმამაცე და თქვით რომ წასასვლელი ხართ.შემდეგ გაიარეთ პატარა მონაკვეთი,მობრუნდით,მიდით მასთან და კითხეთ ტელეფონის ნომერი.
6.თუ მან მოგცათ მისი ინტერნეტ-მესენჯერის მისამართი სახლში მისვლისთანავე დაამატეთ.თუ მოგცათ ნომერი,ორი სამი დღის შემდეგ დაურეკეთ და კითხეთ უნდა თუ არა მას თქვენთან შეხვედრა.
7.თუ ის თანახმაა,შეარჩიეთ მისთვის ხელსაყრელი დრო და ადგილი.ეცადეთ თქვენი ხმა არ ჟღერდეს ტრიუმფალურად-ეს ყველაფერს ჩაშლის.
8.როცა მას შეხვდებით,კითხეთ მას რისი გაკეთება უნდა.არ შეთავაზოთ არაფერი,მანამ სანამ ის თავად არ გამოთქვამს სურვილს.დარწმუნდით რომ მას ეს ნამდვილად უნდა.თავიდან თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო მისი ყურადღების მიპყრობა,ახლა ეცადეთ თავი წარმოადგინოთ როგორც იდეალური პარტნიორი.არ გაიცინოთ საკუთარ ხუმრობებზე.
9.შეხვედრისას წარმოაჩინეთ თქვენი თავი საუკეთესო სახით.
10.დარჩით მისადმი პატივისცემითა და ინტერესით განმჭვალული.შედეგი არ დააყოვნებს.
11.თუ მასთან დაშორებას გადაწყვეტთ,ელაპარაკეთ სასიამოვნოდ.თუ გამოვა, დარჩით მეგობრებად. არ შეაგინოთ,ან არ ეჩხუბოთ.

No comments: