Saturday, December 29, 2007

კომენტარები!

გთხოვთ დატოვოთ კომენტარები!საიტი ძალიან მალე ძალიან ბევრი რჩევით განახლდება.გმადლობთ!!!

Thursday, December 27, 2007

27 გზა ქალის გასაღიმებლად

1.უთხარით მას რომ ის ყველაზე ლამაზია.
2.როგორც კი მოახერხებთ მოკიდეთ ხელი ხელზე,თუნდაც წამიერად.
3.აკოცეთ კისერზე,ან ყელზე.
4.დაუტოვეთ ხმოვანი შეტყობინება ალერსიანი ხმით.
5.ყოველთვის უთხარით რომ გიყვართ.
6.როცა ის გაბრაზებულია,მოიმწყვდიეთ მკლავებში და აუხსენით რა ბევრს ნიშნავს იგი თქვენთვის.
7.პატარა დეტალებსაც კი მიაქციეთ ყურადღება და ეს მას უთხარით.
8.უმღერეთ მას,რა საშინელი ხმაც არ უნდა გქონდეს.
9.უთხარით რომ მას ყველა ქალზე წინ აყენებთ.
10.დაუწერეთ ნიშნები კოცნაში.(აზარტულია)
11.გააცანით ის თქვენს ოჯახს და მეგობრებს,როგორც შეყვარებული.
12.ეთამაშეთ მის თმას.
13.აიყვანეთ და დაატრიალეთ.
14.დაჯექით პარკში მასთან ერთად და დაელაპარაკეთ თუნდაც სისულელეზე.
15.მოუყევით თუნდაც სულელური ანეკდოტები.
16.ესროლეთ მის ფანჯარას შუაღამისას კენჭები და თუ გამოიხედება უთხარით რომ გენატრებათ.
17.ეცადეთ დაიძინოს თქვენს მკლავებში.
18.ამოჭერით თქვენი სახელები ხეზე.
19.თუ ის თქვენზე გაცეცხლებულია,აკოცეთ მას.
20.შეისვით ზურგზე და ირბინეთ.(არ ვხუმრობ,ეს მათ ძალიან მოსწონთ.)
21.აჩუქეთ ყვავილები ისე,უბრალოდ.
22.ისე მოექეცით მეგობრებთან,როგორც მარტო ყოფნისას ექცევით.
23.შეხედეთ თვალებში და გაიღიმეთ.
24.თუ თქვენი გადაღება უნდა,გადააღებინეთ იმდენი სურათი,რამდენიც გინდათ.
25.ეცეკვეთ ნელა მას,მაშინაც კი როცა მუსიკა არაა.
26.აკოცეთ მას წვიმაში.
27.გიყვართ?!უთხარით!

Wednesday, December 26, 2007

ჩახუტება



1.გააკეთეთ ეს ყველაფერი შესაბამის გარემოში,ნუ შეარჩევთ გადაჭედილ ქუჩებს,ან ტრანსპორტს.
ჩაეხუტეთ მას პარკში,ან სადმე მიტოვებულ ქუჩაში.
2.მიუახლოვდით ფრთხილად და ნაზად.
3.რამოდენიმე წამი უყურეთ თვალებში.ამ დროს ხელსაყრელია,რაიმე კითხვა რაც არ მოითხოვს ბევრ დროს
საპასუხოდ.მაგ."როგორ ხარ?" ან "როგორ ჩაიარა დღემ?"
4.ხელები გაშალეთ და თუ ისიც არ წამოვიდა ჩასახუტებლად,უკან დაიხიეთ.ე.ი.მას ეს არ უნდა.
5.ხელები წელზე შემოაჭდეთ და ოდნავ მოუჭირეთ.ნუ გაჭყლიტავთ და ნუ დაადებთ ხელებს ტრაკზე.ან სხვა უხერხულ ადგილზე.
6.ხანგრძლივობა კოცნისა უნდა იყოს 5-6 წამი.
7.აცალეთ გოგოს სანამ ის თავად დაამთავრებს ჩახუტებას.
8.ჩახუტების შემდეგ ცოტა ხანი კვლავ უყურეთ თვალებში და შემდეგ წამოიწყეთ საუბარი რამეზე.

კვირაში რამდენიმეჯერ!

კვირაში რამდენიმეჯერ საიტი განახლდება!

ოფიციანტის შებმა




1.დაჯექით იმ მაგიდასთან,სადაც ის მოგემსახურებათ.როდესაც შეკვეთის მისაღებად მოვა იყავით მეგობრული და ზრდილობიანი.
2."სალფეტკზე" დაწერეთ "გმადლობ" და შეაცურეთ შიგნით 5-10 ლარიანი,როცა მორჩებით.
3.მოგვიანებით ისევ ეწვიეთ იგივე რესტორანს,და ღიმილით აგრძნობინეთ რომ გაინტერესებთ იგი.თუ გაგიმართლათ და მისი ცვლა თქვენი იქ ყოფნისას დამთავრდა,დაპატიჟეთ ყავაზე.
4.მიეცით მას თქვენი ტელეფონის ნომერი.
5.თუ არ შეგეხმიანათ,ან გათხოვილია,ან შეყვარებული ყავს,ან არ გაგიმართლათ.

მათი გაოცება

არაა აუცილებელი თქვენთვის ბრედ პიტს გავდეთ,ან ბოლო მოდელის მერსედესს ფლობდეთ,რომ ეს მოახერხოთ.
1.რომც არ იცნობდეთ,დაიწყეთ დიალოგი მასთან.თქვით რაიმე განსხვავებული და უნიკალური მასზე,ან იმ სიტუაციაზე,რომელშიც ორივენი იმყოფებით.
2.უპოვნეთ მას რაიმე განსაკუთრებული,რაც მას სხვებისგან გამოარჩევს.ეს შეიძლება ჭორფლიც კი იყოს და კომპლიმენტი უთხარით.
3.უთხარით მას მის განსაკუთრებულობაზე უანგაროდ(არ მოთხოვოთ ტელეფონის ნომერი,ან მისამართი.)ამ ყველაფერს ის თავად მოგცემთ,თუ მოეწონეთ.თუ ის კარგად გამოიყურება ალბათ რამდენიმე კომპლიმენტს იღებს დღეში,ამიტომ ეცადეთ იყოთ ორიგინალური.
შეგიძლიათ თუნდაც ასე დაიწყოთ :
-"გამარჯობა,არ მინდა რომ გიჟი გეგონო,ან რაიმე მასეთი,მაგრამ ყველაზე ლამაზი ჭორფლი გაქვს მთელ მსოფლიოში."
ან
"უკაცრავად,მაგრამ აქედან მანამ ვერ წავალ,სანამ არ გეტყვი,რომ გასაოცარი ღიმილი გაქვს."

Tuesday, December 25, 2007

რჩევები

კომპლიმენტის მიცემისას უყურეთ პირდაპირ თვალებში.

ყოველთვის გახსოვდეთ მნიშვნელოვანი თარიღები-მისი დაბადების დღე,ან თუნდაც თქვენი ურთიერთობის წლისთავი.

გქონდეთ სასიამოვნო ღიმილი და იყავით ზრდილობიანი.

თუ უკვე გაქვთ მასთან ურთიერთობა,ნუ დაელოდებით ქალის მხრიდან პირველ კოცნას,ან სხვა რაიმე შემოთავაზებას.მიანიშნეთ მას.ისიც გიპასუხებთ.თუ მას ეს ჯერ არ უნდა,
დაიცადეთ.

უთხარით მას რომ ის მშვენიერი და ლამაზია და არა ის რომ ის სექსუალურია.

კომლიმნეტი გაუკეთეთ არა მხოლოდ მის გარეგნობას, არამედ მის თვისებებსა და ჩვევებსაც.

ქალის ცდუნებისათვის...

1.იყავით გამგები.ქალებს მოსწონთ,როცა უგებენ.შეეცადეთ მის მდგომარეობაში შეხვიდეთ ხოლმე.აგრძნობინეთ და უთხარით რა მნიშვნელოვანია ის თქვენთვის-ეს ხშირადაც შეიძლება გააკეთოთ-ქალები ამას აღმერთებენ.ის რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია შეიძლება თუნდაც ყვავილებით ან თქვენი მშობლების გაცნობით მიახვედროთ.დაურეკეთ ძირითადად საღამოს.
2.იყავით ზრდილობიანი.ქალებს უყვართ როცა ისმენენ "გთხოვ" ან "გმადლობ".კითხეთ ქალს როგორ ჩაიარა მისმა დღემ.უთხარით რომ ის ლამაზი და მშვენიერია და რაც მთავარია ლამაზი თვალები აქვს.(!)ეს სიტყვები თქვენ უთუოდ დაგეხმარებათ,ისევე როგორც ხშირი მადლობა.აგრძნობინეთ რომ თქვენ მასში მხოლოდ ფიზიკურად არ ხართ დაინტერესებული.
3.იყავით კარგი მსმენელი და მოსაუბრე.მოუსმინეთ ყურადღებით.როცა ის თავის ცხოვრებაზე ან პრობლემებზე ლაპარაკობს უყურეთ თვალებში.ეს მას მიახვედრებს რომ უსმენთ.მიაწოდეთ პრობლემის გადაჭრის გზები,მაგრამ არ აიძულოთ რომ ისინი აუცილებლად განახორციელონ.

თქვენ რომელს მიეკუთვნებით?

თუ თქვენ ჯდებით მასთან ერთად მანქანაში
1.ხსნით კარებს მისთვის.მას შემდეგ რაც ის კომფორტულად ჯდება,ხურავთ ნელა კარებს.
ეს ჯენტლმენის გზაა.
2.თქვენ უღებთ მას კარებს,მაგრამ შემდეგ აღარ ხურავთ.ხომ შეიძლება მისი კაბა ან ხელი მოგყვეთ?!
3.თქვენ თქვენ კარზე ზრუნავთ.ის ბავშვი აღარაა და შეუძლია თავად გააღოს და დახუროს მანქანის კარი.

პაემანი-10 "არ უნდა"

1.არ უნდა დაურეკოთ ყოველდღე და არ ეხვეწოთ რომ შეგხვდეთ.
2.არ უნდა დაუნიშნოთ პაემანი ადამიანებს,რომლებიც თქვენ გთვლიან იდიოტად.თქვენ მათ მაინც ვერ გადაარწმუნებთ.ქალმა რაღაც თუ ირწმუნა...
3.არ უნდა დააგვიანოთ არასდროს.მაშინაც კი როდესაც თქვენ გაქვთ ძალიან კარგი საბაბი.ქალები არასდროს არ უნდა ალოდინოთ,არასოდეს,არასოდეს!
4.არ უნდა მოიტყუოთ პაემნის დროს,არ უნდა თქვათ ტყუილი საკუთარ თავზე.ჯერ ერთი შეიძლება დაგავიწყდეთ და მეორე შეიძლება თქვენი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდოს და მაშინ ძველი ტყუილები ხელს შეგიშლიან.
5.არ უნდა იყოთ ყოველთვის თავისუფალი,იყავით ცოტა მიუწვდომელი.თუ თქვენ ყველა მის "ბრძანებას" შეასრულებთ,ინტერესს დააკარგვინებთ მას.
6.არ უნდა გაანდოთ ქალს ზედმეტად მეტი თქვენ თავზე საწყის ეტაპებზე.ქალებს უყვართ იდუმალება და ბურუსი.ეს ყველაფერი მათ ინტერესს გააღვივებს.
7.არ უნდა შეამოწმოთ თქვენი მეწყვილე.
8.არ უნდა იყოთ უხეში და არ დათვრეთ პაემანზე.
9.არ უნდა გქონდეთ პირველივე პაემანზე სექსი ან ახლო ინტიმური კავშირი,თუ თქვენ ის მართლა გაინტერესებთ.მოიცადეთ.
10.არ უნდა,არ უნდა,არ უნდა დაუნიშნოთ პაემანი გათხოვილ,ან შეყვარებულიან ქალს!

პაემანი-10 "უნდა"

1.უნდა გამოიყურებოდეთ საუკეთესოდ და უნდა იყოთ პუნქტუალური.
2.უნდა ისიამოვნოთ პაემნით.
3.უნდა გაუკეთოთ კომპლიმენტი მის ტანსაცმელს და თავად მას.
4.უნდა იყოთ საინტერესო და დაინტერესებული.
5.უნდა უთხრათ თუ არ მოგწონთ იგი.არ მოატყუოთ.
6.უნდა დაუნიშნოთ პაემანი მხოლოდ იმ ქალებს,რომლებიც მოგწონთ ან გაინტერესებთ.არ მოუსმინოთ მეგობრებს.
7.უნდა იყოთ დადებითი მაშინაც კი,როცა პაემანი ცუდად სრულდება.
8.უნდა დააწყოთ პაემნისას გეგმები,რომლებსაც შემდეგ განახორციელებთ.
9.უნდა დანიშნოთ პაემანი თავად,არავინ მოგაკითხავთ სახლში და მოგთხოვთ გასეირნებას.
10.უნდა გყავდეთ გარემოცვაში ადამიანები,რომლებიც ასევე დადიან პაემნებზე.ისინი მოგცემენ რჩევებს.

Monday, December 24, 2007

ფრთხილად! (მარტინ მერილი)

1.თუ თქვენ ფიქრობთ,რომ მას მოსწონხართ,დატოვეთ ეს მხოლოდ ვარაუდად.თქვენი ნააზრევი შეიძლება სულაც არ მიესადაგებოდეს სიმართლეს.მტკივნეულია თუ თქვენი
წარმოდგენების გამო მოგიწევთ მისი დაკარგვა.
2.თუ ცდილობთ რომ იყოთ ჯენტლმენი,ნუ იქნებით ადამიანი რომელიც უკლებლივ ყველაფერს გააკეთებს მისთვის.
3.თუ თქვენ ხელი მოგეცრებათ ერთხელ მისი ტელეფონის ნომრისა ან მისამართის გაგებაში,
ნუ ეცდებით მეორედ,უბრალოდ შეეშვით.ასე ყველაფერი უფრო მარტივია.
4.თუ მაინც მოხვდებით "მეგობრების ზონაში",არ დაიხიოთ უკან.ეს კარგი პრაქტიკა იქნება.თქვენ უკეთ გაიცნობთ ქალის ბუნებას.თან ის ფაქტი რომ თქვენ მისი მეგობარი ხართ,
არ ნიშნავს იმას რომ თქვენი სტატუსი უცვლელია.

რჩევები (მარტინ მერილი)

1.შეეცადეთ რომ ცხადი იყოს ის რომ თქვენ ის მოგწონთ,თორემ შესაძლებელია გადავარდეთ
"მეგობრების ზონაში".და როცა თქვენ მისი მეგობარი გახდებით,ის თქვენთან სხვა ურთიერთობაზე არ დათანხმდება,იმის გამო რომ "არ უნდა გარისკოს და მეგობარი დაკარგოს".
2.გამოიყენეთ თქვენი ხმა.შეიძლება სულელურად ჟღერდეს,მაგრამ ყველაზე გარყვნილი ხურობაც კი,რომელიც შესაფერი ხმითაა მოყოლილი,მის აღფრთოვანებას გამოიწვევს.
3.იყავით ჯენტლმენი.კაცების ეს ჯიში გადაშენების ზღვარზეა,მაგრამ ისინი ყოველთვის 
წარმატებით სარგებლობდნენ ქალებში.დაუთმეთ ქალებს.
4.გამოიყენეთ ლამაზი კომპლიმენტები.ისინი უკვალოდ არ ქრებიან,პირიქით სამუდამოდ ილექებიან ქალის მეხსიერებაში.არ გადაამლაშოთ კომპლიმენტების თქმაშიც.

საწყისი ნაბიჯები - (მარტინ მერილის მეთოდი)

1.უპირველეს ყოვლისა დარწმუნდით თქვენს სისუფთავეში.არცერთი ქალი არ გაგეკარებათ ახლოსაც კი,თუ თქვენ ყარხართ.
2.საკმაოდ კარგია თუ თქვენ ფავორიტთან გაქვთ სამსახურებრივი,ან სასწავლო ურთიერთობა.ეს მოგცემთ საბაბს რომ გაალღოთ ყინული თქვენს შორის.თუ რაიმეს გაკეთება გიჭირთ (ან შეიძლება არც გიჭირდეთ :)) თხოვეთ მას დახმარება.არ შეგრცხვეთ რომ მის თვალში ცოტა დაბნეულად ან ცოტა უცოდინრად გამოიყურებით.ამ დროს ქალები მხოლოდ კარგს ფიქრობენ ( რა საყვარელიაააა...).
3.თუ თქვენ არ გაქვთ მათთან არც სამსახურებრივი და არც სასწავლო ურთიერთობა,მაშინ ცოტა არ იყოს ძნელდება დაახლოება.ყველაზე იოლი გზა იქნება რომ შეთავაზოთ დახმარება რაიმეში,მხოლოდ მაშინ თუ ეს მას მართლა სჭირდება.არის სხვა გზაც-იჯდეთ იმ მაგიდაზე,სადაც ის თავად ზის.ოღონდ სანამ მიუჯდებით,აუცილებლად კითხეთ ნებართვა.ცოტა მოიცადეთ და შემდეგ ჩაერთეთ საუბარში.ეცადეთ რომ იხუმროთ ეფექტურად.მისი სიცილი ან თუნდაც ღიმილი დიდ სამსახურს გაგიწევთ.მიეცით კითხვები მასზე.
4.რასაც არ უნდა აკეთებდეთ იყავით "საყვარელი" და ნაზი.თქვით რაიმე მის სექსუალურობაზე,მიეცით კომპლიმენტი,თუ რათქმაუნდა დარწმუნებული ხართ რომ ამით მას არ შეურაცხყოფთ.დაელოდეთ მის რეაქციას.თუ მიიღო კომპლიმენტი კარგია,თუ სახე შეეცვალა და გიბღვერთ,მაშინ გაიხუმრეთ.მაგ.არ დამარტყა,ან არ მატკინო და ა.შ.არ გამოიყენოთ ეს მეთოდი ხშირად,წინააღმდეგ შემთხვევაში ის ეფექტურობას დაკარგავს.
5.თუ ახალგაცნობილ გოგოსთან საუბარი გაიჭედა,მოიკრიფეთ სიმამაცე და თქვით რომ წასასვლელი ხართ.შემდეგ გაიარეთ პატარა მონაკვეთი,მობრუნდით,მიდით მასთან და კითხეთ ტელეფონის ნომერი.
6.თუ მან მოგცათ მისი ინტერნეტ-მესენჯერის მისამართი სახლში მისვლისთანავე დაამატეთ.თუ მოგცათ ნომერი,ორი სამი დღის შემდეგ დაურეკეთ და კითხეთ უნდა თუ არა მას თქვენთან შეხვედრა.
7.თუ ის თანახმაა,შეარჩიეთ მისთვის ხელსაყრელი დრო და ადგილი.ეცადეთ თქვენი ხმა არ ჟღერდეს ტრიუმფალურად-ეს ყველაფერს ჩაშლის.
8.როცა მას შეხვდებით,კითხეთ მას რისი გაკეთება უნდა.არ შეთავაზოთ არაფერი,მანამ სანამ ის თავად არ გამოთქვამს სურვილს.დარწმუნდით რომ მას ეს ნამდვილად უნდა.თავიდან თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო მისი ყურადღების მიპყრობა,ახლა ეცადეთ თავი წარმოადგინოთ როგორც იდეალური პარტნიორი.არ გაიცინოთ საკუთარ ხუმრობებზე.
9.შეხვედრისას წარმოაჩინეთ თქვენი თავი საუკეთესო სახით.
10.დარჩით მისადმი პატივისცემითა და ინტერესით განმჭვალული.შედეგი არ დააყოვნებს.
11.თუ მასთან დაშორებას გადაწყვეტთ,ელაპარაკეთ სასიამოვნოდ.თუ გამოვა, დარჩით მეგობრებად. არ შეაგინოთ,ან არ ეჩხუბოთ.

პირველად საქართველოში :)

შეიძლება ეს ფრაზა უკვე ბევრს ამოუვიდა ყელში,მაგრამ ამჯერად ეს სრული სიმართლეა.გთავაზობთ ქართულად საიტს,რომელზეც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი წიგნებიდან ან ონლაინ-წიგნებიდან მოგაწვდით რჩევებს,თუ როგორ შეაბათ ქალი.მოკლედ ვიწყებთ!!!