Friday, November 7, 2008

საუბრისას...

საუბრისას გამოიყენეთ ხოლმე ფრაზები:- "შენ ალბათ იცი" ან "შენ კარგად იცი".ეხლა აგიხსნით რატომ.ქალების უმრავლესობას უჭირს თქმა-"არ ვიცი".ეს მათი თავმოყვარეობის შემლახველია.მათთან კამათის დროსაც გამოგადგებათ ეს ხერხი.

საჩუქრის ვარიანტი # 2

ამას წინათ გავიარე და მოკლედ "სუპერის" ქსელში ძალიან ლამაზი ყვავილები იყიდება.ფასი 5 იდან 15-20 ლარამდე მერყეობს.მართლა ძალიან ლამაზი და ორიგინალური საჩუქარია.: )

საჩუქრის ვარიანტი # 1

ხშირად ხდება,რომ გვინდა მას რაიმე ვაჩუქოთ,მაგრამ ფული არ გვყოფნის,ანდა ყვავილები და შოკოლადი უკვე ყელში აქვს ამოსული.შემოგთავაზებთ ერთ იდეას.იყიდეთ ბეჭდის ჩასადები.დაწერეთ წერილი,რომელშიც კიდევ ერთხელ აუხსნით სიყვარულს და წერილის ბოლოს დასძინეთ,რომ შეიძლება ის ამ ზარდახშაში ბეჭედს ელოდებოდა,მაგრამ თქვენ მას ბეჭედზე ძვირფასი რამ აჩუქეთ,მიეცით ის,რაც თქვენთვის ყველაზე ძვირფასია,მთელი თქვენი არსება და სიყვარული.წერილი დაკეცეთ და ბეჭდის მაგივრად ჩადეთ. : )


P.S.ჩემ შემთხვევაში გაჭრა. : )

Thursday, November 6, 2008

ახალი რჩევები

ნუ გატეხთ პირობებს მობოდიშებით

მუდამ მზად იყავით მის დასახმარებლად

ეცადეთ ისე გამოიყურებოდეთ,რომ თქვენს გვერდით ყოფნა სიამოვნებდეს

ნუ დაელოდებით დაბადების დღეს ან სხვა დღესასწაულს:-როცა რაიმეს მოკრავთ თვალს,რაც შეიძლება მას მოეწონოს,აუცილებლად უყიდეთ.

ნუ იქნებით კრიტიკული,ეცადეთ რომ მისი კარგი მხარეები შეაფასოთ მხოლოდ

We're back!

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გიბრუნდებით და გპირდებით,რომ კვირაში რამდენჯერმე განვაახლებთ საიტს.(იმედია გაგიხარდათ : ) )

Saturday, December 29, 2007

კომენტარები!

გთხოვთ დატოვოთ კომენტარები!საიტი ძალიან მალე ძალიან ბევრი რჩევით განახლდება.გმადლობთ!!!

Thursday, December 27, 2007

27 გზა ქალის გასაღიმებლად

1.უთხარით მას რომ ის ყველაზე ლამაზია.
2.როგორც კი მოახერხებთ მოკიდეთ ხელი ხელზე,თუნდაც წამიერად.
3.აკოცეთ კისერზე,ან ყელზე.
4.დაუტოვეთ ხმოვანი შეტყობინება ალერსიანი ხმით.
5.ყოველთვის უთხარით რომ გიყვართ.
6.როცა ის გაბრაზებულია,მოიმწყვდიეთ მკლავებში და აუხსენით რა ბევრს ნიშნავს იგი თქვენთვის.
7.პატარა დეტალებსაც კი მიაქციეთ ყურადღება და ეს მას უთხარით.
8.უმღერეთ მას,რა საშინელი ხმაც არ უნდა გქონდეს.
9.უთხარით რომ მას ყველა ქალზე წინ აყენებთ.
10.დაუწერეთ ნიშნები კოცნაში.(აზარტულია)
11.გააცანით ის თქვენს ოჯახს და მეგობრებს,როგორც შეყვარებული.
12.ეთამაშეთ მის თმას.
13.აიყვანეთ და დაატრიალეთ.
14.დაჯექით პარკში მასთან ერთად და დაელაპარაკეთ თუნდაც სისულელეზე.
15.მოუყევით თუნდაც სულელური ანეკდოტები.
16.ესროლეთ მის ფანჯარას შუაღამისას კენჭები და თუ გამოიხედება უთხარით რომ გენატრებათ.
17.ეცადეთ დაიძინოს თქვენს მკლავებში.
18.ამოჭერით თქვენი სახელები ხეზე.
19.თუ ის თქვენზე გაცეცხლებულია,აკოცეთ მას.
20.შეისვით ზურგზე და ირბინეთ.(არ ვხუმრობ,ეს მათ ძალიან მოსწონთ.)
21.აჩუქეთ ყვავილები ისე,უბრალოდ.
22.ისე მოექეცით მეგობრებთან,როგორც მარტო ყოფნისას ექცევით.
23.შეხედეთ თვალებში და გაიღიმეთ.
24.თუ თქვენი გადაღება უნდა,გადააღებინეთ იმდენი სურათი,რამდენიც გინდათ.
25.ეცეკვეთ ნელა მას,მაშინაც კი როცა მუსიკა არაა.
26.აკოცეთ მას წვიმაში.
27.გიყვართ?!უთხარით!